უარი ვუთხარი ამ ქვეყნის იზოლაციას - დარწმუნებული ვარ, ამ ძნელბედობის ჟამს, საქართველო იქნება ერთიანი და საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ ყველა, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

მან მოქალაქეებს მაქსიმალური აქტიურობისკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ ევროპისკენ სვლას, კეთილდღეობას ევროპაში. რაც მთავარია, უარი ვუთხარი ამ ქვეყნის იზოლაციას. საქართველოს აქვს დიდი პერსპექტივა. მინდა ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, თანამემამულეს ვუთხრა, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი, რომელიც გადაწყვეტს შემდეგ ათწლეულებს საქართველოში, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენ. ამიტომ ყველას გთხოვთ, მიდით არჩევნებზე, მიიღეთ მონაწილეობა, მაქსიმალური აქტიურობა გვჭირდება იმისთვის, რომ ჩვენი დიდი პერსპექტივა მოვიპოვოთ აბსოლუტურად ყველამ. საქართველო არის ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა, რომელიც დარწმუნებული ვარ, ამ ძნელბედობის ჟამს იქნება ერთიანი და საღამოს დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ ყველა“, - განაცხადა ვაშაძემ.

მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს:

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა

საქართველოს პრეზიდენტმა

პარლამენტის თავმჯდომარემ

თავდაცვის მინისტრმა.

პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა: 

გიორგი გახარიამ

ზურა გირჩი ჯაფარიძემ