საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა კრწანისის რაიონში, # 72-ე საჯარო სკოლაში განთავსებულ საარჩევნო უბანზე მისცა.

„ქართული ოცნება“ ეს არის ერთადერთი არჩევანი, რომელიც დღეს ქართველ ხალხს აქვს. ვინაიდან დღეს არის არჩევანი ბოროტებასა და სიკეთეს შორის. დღეს არის არჩევანი უღმერთობასა და სულიერებას შორის. დღეს არის არჩევანი, რომელიც იშვიათად უდგება ხოლმე ჩვენს ხალხს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დღეს ყველა, ქუდზე კაცი დაირაზმოს, მივიდეს საარჩევნო უბნებზე, მხარი დაუჭიროს „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამ ქვეყანაში 12-წლიანი მშვიდობის გარანტია, რომელიც ამ ქვეყანაში ღირსეული ევროპისკენ წინსვლის გარანტია და რომელიც ამ ქვეყანაში კეთილდღეობის, მატების გარანტია“, - განაცხადა პაპუაშვილმა ხმის მიცემის შემდეგ.

მაღალი რანგის პოლიტიკოსებიდან ხმა უკვე მისცეს საქართველოს პრეზიდენტმა და თავდაცვის მინისტრმა

შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს.  ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით აძლევს. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს მონაწილეობას.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს.