"მე გისოსებში ჩასმას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია, რადგან აქ სიყვარული სუფევს." - ამის შეხახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე აქციის მონაწილეებს მიმართა.  

"ანწუხელიძის მარში გვქონდა. ანწუხელიძის წინაშე ვართ ყველა რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსი, რომლისთვისაც მან თავისის სიცოცხლე გაწირა. არსად წასვლას არ ვაპირებ. ერთგული ვრჩები ქვეყნის და ერთგული ვრჩები ჯარის," - თქვა ზურაბიშვილმა.

საუბრის დროს პრეზიდენტს მიკროფონი გაეთიშა და მიმართვა მეგაფონით გააგრძელა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილს 29 დეკემბერს მოუწევს თანამდებობის დატოვება.  როგორც პრემიერმა განმარტა, მას მხოლოდ ერთი კვირაღა დარჩა თანამდებობაზე და ამ 1 კვირის განმავლობაში ვერაფერის გაკეთებას შეძლებს. პრემიერის თქმით, 72 წლის ქალის ციხეში გაშვება, შესაძლოა, არავის მოუნდეს, მაგრამ თუ ის რეზიდენციაში გამაგრდება, ამით გაწირავს ყველა იმ ადამიანს, ვინც მასთან ერთად იქნება ასეთი სცენარის შემთხვევაში.