საქართველოს ამ მთავრობის პირობებში, განვითარების დარგში თანამშრომლობის იმპლემენტაცია აღარაა შესაძლებელი, - ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა სვენია შულციმ განაცხადა. მის განცხადებას საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ავრცელებს.
"საქართველოსთან ყველანაირი თანამშრომლობა გადახედვის რეჟიმშია. ახალი პროექტები არ განხორციელდება, არც სასესხო შეთანხმებები არ გაფორმდება. შეიძლება ევროკავშირთან და პარტნიორებთან კოორდინაციაში დამატებითი ნაბიჯები გადავდგათ" - ამბობს შულცი.