ახლა საქართველოში ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი ,- ამის შესახებ განცხადება იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ გააკეთა.
მისივე თქმით, საქართველოში ჯერჯერობით გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ არის:
"საბედნიეროდ, გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის. გრიპი ჯერ საქართველოში არ არის, თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში, უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპი. მოლოდინია, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა. პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია, გასულ წლებს თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა, ალბათ, წელსაც ამავე პერიოდს დეკემბრამდე თებერვალ პერიოდს დაემთხვევა“, - ამბობს ივანე ჩხაიძე.