ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ერთ წელიწადში ფასები 9,3 პროცენტით გაიზარდა.

ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.

უწყების 2025 წლის აგვისტოს სტატისტიკური მონაცემებით, ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10,8 პროცენტი), საავადმყოფოების მომსახურების (9.2 პროცენტი) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (7,9%) ქვეჯგუფებზე.


მიმდინარე წლის წინა თვესთან შედარებით კი აღნიშნულ ჯგუფში ფასები პრაქტიკულად არ შეცვლილა,  მხოლოდ უმნიშვნელო, 0,1%-იანი კლებაა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ჯგუფში.