ეკონომიკის მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა საავიაციო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ივანიშვილის მთავრობას აქვს "თანმიმდევრული პოლიტიკა" ამ საკითხთან დაკავშირებით.
იოსელიანის განცხადებით, გაფართოებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს მოემსახუროს "10 მილიონ მგზავრს წელიწადში", ხოლო ვაზიანის აეროპორტი "რომელიც 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში", შეძლებს მოემსახუროს "20 მილიონამდე მგზავრს."
"ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გვქონდა რამდენიმე დღის წინ და შესაბამისად დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შესაბამისად ფრანგული სახელმწიფო კომპანია ტავ ჯორჯიასთანერთად 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს მომავალი ორი წლის განმავლობაში.
შესაბამისად, ჩვენ გვექნება გაფართოებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც დღეს ემსახურება 5 მილიონ მგზავრს და 2 წელიწადში შეძლებს, რომ მოემსახუროს დაახლოებით 10 მილიონ მგზავრს წელიწადში.
შესაბამისად, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს კერძო პარტნიორთან ერთად და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე ხელშესახები შედეგებიც გვექნება.
ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ხედვა თბილისის ახალ აეროპორტთან დაკავშირებით, რომელიც 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში, ვაზიანის აეროპორტს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შესაბამისი ნაბიჯები იდგმევა.
2032 წელს ჩვენ გვექნება აეროპორტი, რომელიც შეძლებს მოემსახუროს 20 მილიონამდე მგზავრს." - განაცხადა იოსელიანმა დასანქცირებული TV იმედის ეთერში.