"საქართველოს მთავრობას აქვს თანმიმდევრული პოლიტიკა ზოგადად საავიაციო სექტორის განვითარებასთან დაკავშირებით და ეს შეეხება ყველა საერთაშორისო თუ ადგილობრივ აეროპორტს.
ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გვქონდა რამდენიმე დღის წინ და შესაბამისად დავიწყეთ სამშენებლო სამუშაოები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, შესაბამისად ფრანგული სახელმწიფო კომპანია TAV ჯორჯიასთან ერთად 150 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს მომავალი ორი წლის განმავლობაში.
შესაბამისად, ჩვენ გვექნება გაფართოებული თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც დღეს ემსახურება 5 მილიონ მგზავრს და 2 წელიწადში შეძლებს, რომ მოემსახუროს დაახლოებით 10 მილიონ მგზავრს წელიწადში.
შესაბამისად, ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, აქტიურ ნაბიჯებს ვდგამთ ჩვენს კერძო პარტნიორთან ერთად და შესაბამისად, დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე ხელშესახები შედეგებიც გვექნება.
ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენი ხედვა თბილისის ახალ აეროპორტთან დაკავშირებით, რომელიც 2032 წელს უნდა შევიდეს ოპერირებაში, ვაზიანის აეროპორტს ვგულისხმობ, რა თქმა უნდა, ამ მიმართულებითაც შესაბამისი ნაბიჯები იდგმევა.
2032 წელს ჩვენ გვექნება აეროპორტი, რომელიც შეძლებს მოემსახუროს 20 მილიონამდე მგზავრს." - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, თამარ იოსელიანმა დასანქცირებული TV იმედის ეთერში.
ცნობისთვის, 13 ივლისს, ივანიშვილის პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იწყებენ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებისა და გაფართოების მასშტაბურ პროექტს, რომელიც მისი თქმით, "მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგია."