თბილისის მერიის დაფუძნებულმა „თბილისის განვითარების ფონდმა“ პავლე ინგოროყვას, ლეონიძისა და სულხან-საბას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობებისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის ერთდროულად რამდენიმე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვების ჯამური სავარაუდო ღირებულება 82.6 მლნ ლარს აღწევს.
ტენდერების მიხედვით, სამუშაოები მოიცავს როგორც შენობა-ნაგებობების სარეაბილიტაციო პროცესებს, ასევე კომუნიკაციების მოწესრიგებას. პროექტების განხორციელების ვადა ძირითადად 18 თვემდეა გათვალისწინებული, ხოლო ინდივიდუალურ შემთხვევაში – 6 თვემდე.
გამოცხადებული ტენდერები:
- 22.0 მლნ ლარი – სულხან-საბას N2/გ. ლეონიძის N7, N4 და N6-ში მდებარე შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები (NAT250015429);
- 16.1 მლნ ლარი – ინგოროყვას N1/გ. ლეონიძის N9, N2/გ. ლეონიძის N11 და N4-ის რეაბილიტაცია (NAT250015613);
- 13.2 მლნ ლარი – სულხან-საბას N5, N7 და N9-ში არსებული შენობების რეაბილიტაცია (NAT250015432);
- 11.6 მლნ ლარი – ინგოროყვას N3 და N6-ის რეაბილიტაცია (NAT250015614);
- 7.9 მლნ ლარი – ინგოროყვას N7 (კოშკი), N12 და N14-ის რეაბილიტაცია (NAT250015615);
- 6.9 მლნ ლარი – სულხან-საბას N1/გ. ლეონიძის N5 და N3-ის სარეაბილიტაციო სამუშაოები (NAT250015307);
- 4.6 მლნ ლარი – საინჟინრო კომუნიკაციების რეაბილიტაცია ინგოროყვასა და სულხან-საბას ქუჩებზე (NAT250014035).
შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც შენობების კონსტრუქციული გამაგრება და აღდგენა, ისე საინჟინრო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მათ შორის – წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების განახლება.
ტენდერების მიხედვით, კონტრაქტორებმა სამუშაოების შესრულება უნდა დაიწყონ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ წერილობითი დავალების მიღებიდან, ხოლო წინადადებების მიღების ვადები სექტემბრის განმავლობაშია განსაზღვრული.