თბილისის მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე შეფერხება იყო. საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა. ინფორმაციას საზოდაებრივი მაუწყებელი ავრცელებს

როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მატარებელს ტექნიკური პრობლემა შეექმნა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგენილია.