აფხაზური ტელეგრამ არხ “აიაშარას” შესაბამისად, სოხუმის აეროპორტში მასშტაბური სკანდალია – გაფიცვა დაიწყეს სამშენებლო კომპანიების თანამშრომლებმა, რომლებიც სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებზე იყვნენ დაქირავებულები.

“15 მაისიდან არც ერთი თანამშრომელი — დაახლოებით რვა კომპანიის წარმომადგენელი — არ გასულა სამუშაოზე. მიზეზი — ხელფასების არმიღებაა”, – წერს “აიაშარა”.

არხის ცნობითვე, გენერალური კონტრაქტორი უარს ამბობს ხელფასების გადახდაზე, რადგან აეროპორტის მფლობელმა თავად არ გადარიცხა თანხა.

წყაროს ინფორმაციით, რომელსაც “აიაშარა” ავრცელებს, სამშენებლო კომპანიების თანამშრომლები აცხადებენ, რომ სამუშაოს არ დაუბრუნდებიან მანამ, სანამ მთელი დავალიანება არ დაიფარება.

გამოცემის ცნობითვე, რომელთა ჩამოსვლაც დაანონსებული იყო, ტექნიკური მიზეზებით აეროპორტში ფრენაზე უარს აცხადებს.

“სამწუხაროდ, ამ პრობლემებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ობიექტის შემდგომ ექსპლუატაციას, ბადრა გუნბა დუმს, რათა არ შეექმნას პრობლემები არენდატორებისა და მმართველი კომპანიისთვის. შედეგად, გუნბამ საფრთხის ქვეშ დააყენა არა მხოლოდ ათწლეულების განმავლობაში მომუშავე აფხაზეთის ხელისუფლებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, არამედ იმ ადამიანების უსაფრთხოებაც, რომლებიც ვლადისლავ არძინბას სახელობის საერთაშორისო აეროპორტით სარგებლობენ. როგორც ჩანს, პრეზიდენტის პოტენციალი მხოლოდ საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობით შემოიფარგლება, ხოლო ქვეყნისა და ხალხის ბედი მისთვის დიდად შესამჩნევი არ არის”, – წერს “აიაშარა”.

წყარო: ნეტგაზეთი