სახელმწიფოს მიერ პრიორიტეტულად აღიარებული სატრანსპორტო დერეფნის ეკონომიკური შესაძლებლობების და მისი მიმზიდველობის გამოსავლენად, „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა“(TCRC) კომპლექსური კვლევის შედეგად – სატრანსპორტო პოლიტიკის 15 ძირითადი პრიორიტეტი დაადგინა.

კვლევის საფუძველს სხვადასხავა ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკის ამსახველი სტრატეგიული დოკუმენტების შესწავლა და გაანალიზება წარმოადგენდა.

ამ მიზნით შესწავლილი იქნა საქართველოს რეალობასთან მიახლოებული, ოთხ მიმართულებად დაყოფილი – 17 ქვეყანა.

რომელშიც გაერთიანდნენ – განვითარებული და გარდამავალი ტრანზიციის ასევე ევროპულ სივრცესთან ტერიტორიულად დაახლოებული პოსტ საბჭოური და ცენტრალური აზიის ქვეყნები (იხ ჩამონათვალი).

შერჩეული 17 ქვეყნის,  სატრანსპორტო სტრატეგიის დოკუმენტების შესწავლის და გაანალიზების მიზანს ამ ქვეყნებისათვის დამახასიათელი საერთო პრიორიტეტების გამოკვეთა და საქართველოს სტრატეგიულ მიზნებთან მათი  თავსებადობის შესაძლებლობების დადგენა წარმოადგენდა.

კვლევის შედეგად გამოიკვეთა 15 უნიფიცირებული პრიორიტეტი, რომლებსაც ასე თუ ისე იყენებენ ქვეყნები საკუთარ სატრანსპორტო სტრატეგიებში (იხ. ცხრილი).

მაგალითისთვის ბულგარეთს სატრანსპორტო სისტემის განვითარების ამონარიდის მიხედვით, დადგენილი აქვს 9 პრიორიტეტი, რომლებიც N2, N3, N5, N6, N7, N9, N13 მიმართულებებს აერთიანებენ (იხ ცხრილი).

მომდევნო ცხრილი შემაჯამებელია და წარმოდგენილია, ინდივიდუალურად 17 ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკით განსაზღვრული პრიორიტეტების რაოდენობა (იხ. ცხრილი).

თვითეული სახელმწიფო ინდივიდუალურად პრიორიტეტების და მიმართულებების მიხედვიდაა წარმოდგენილი.

სხვდასხვა ქვეყნების სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე გაკეთებული განზოგადოებული დასკვნები:

მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერი სახელმწიფო, მისი ადგილმდებარობის თუ მსოფლიო ბაზარზე ენერგომატარებლებლის ან, სხვდასხვა სახის ნედლეულის  მნიშვნელოვანი მოცულობების გასაღების საფუძველზე მიღებული ინვესტიციებით აყალიბებს საკუთარ სატრანსპორტო სისტემის განვითარების სტრატეგიას,  მათ მიზნებს და პრიორიტეტებს გააჩნიათ უნიფიცირებული მიდგომები,  რომლის მრავალი ელემენტის გამოყენება საქართველოს რეალობისათვისაა შესაძლებელი.

ევროკავშირის სატრანსპორტო სივრცეში ინტეგრირებადი ქვეყნების სატრანსპორტო სტრატეგიის განმსაზღვრელ დოკუმენტებში –  ეკონომიკური ანალიზის,  პროგნოზირების და მატემატიკური მოდელირების  საუფუძველზე,  ზუსტად არის გაწერილი  სტრატეგიის რეალიზების ვადები, გამოყოფილია ეტაპები, მათი საინვესტიციო ტევადობა, ინვესტიციის შემოდინების წყაროები,  განხორციელებაზე პასუხიმგებელი სახელმწიფო თუ კერძო ინსტიტუტები.

ევროკავშირის ქვეყნების სატრანსპორტო სტრატეგიით გათვალისწინებულია საინვესტიციო რესურსების მიზნობრივად გახარჯვაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოს ჩამოყალიბება, რომლის ფუნქცია სტრატეგიის თითოეული პუნქტის შესრულებაზე მონიტორინგს წარმოადგენს.

რუსეთის 2030 წლამდე ტრანსპორტის სტრატეგიის დოკუმენტში შემოთავაზებულია განვითარების  სამი  ვარიანტი, როცა სატრანსპორტო სისტემა ვითარდება ენერგომატარებლების მსოფლიო ბაზარზე რეალიზების შედეგად მიღებული შემოსავლებით, მეორე – ინოვაციური ტექნოლოგიებით და ინერციული გზით.

ყაზახეთის სატრანსპორტო პოლიტიკის დოკუმენტებში ნათლად შეიმჩნევა ურთიერთკავშირი სახელმწიფოს სამოქმედო – სტრატეგიულ დოკუმენტსა და ტრანსპორტის პოლიტიკას შორის. ყაზახეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სისტემის განვითარების და ინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამაში აღნიშნულია, რომ დოკუმენტი შემუშავებულია ყაზახეთის სახელმწიფო პროგრამის „100 კონკრეტული ნაბიჯის“  და „ყაზახეთის 2050 წლის სტრატეგიის“ საფუძველზე.

გამოსაყოფია, რიგი ქვეყნების მიერ აქცენტების გადატანა სახვადასხვა პრიორიტეტებზე. ასე მაგალითად, ბელორუსის სატრანსპორტო სტრატეგიის დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია, ინოვაციური ტექნოლოგიების და სამეცნიერო პოტენციალის განვითარებაზე. საბერძნეთის – სატრანსპორტო სტრატეგიის დოკუმენეტში – პრიორიტეტად გამოყოფილია ტურიზმის განვითარებისთვის სატრანსპორტო სისტემებით ხელშეწყობა, ნორვეგია – ინფრასტრუქტურის განვითარებას, კუნძულების საიმედო ხელოვნური ნაგებობებით (ხიდებით) დაკავშირებით გეგმავს,  სახელმწიფოთა უმრავლესობა, პრიორიტეტს –  რეგიონალური სატრანსპორტო სისტემების სრულყოფას ანიჭებს.

სატრანსპორტო პოლიტიკის – 15 პრიორიტეტი შემდეგნაირად ჩამოაყალიბდა:

ინტეგრაცია საერთაშორისო სატრანსპორტო სისტემებში და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის განვითარება;

სატრანსპორტო სისტემის ეფექტურობის, ფინანსური სტაბილურობისა და მდგრადობის უზრუნველყოფა;

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ფორმირება და განვითარება;

სატრანსპორტო სისტემის კონკურენტუნარიანობისა და მომსახურების განვითარება;

რეგიონალური სატრანსპორტო სისტემების განვითარება;

სატრანსპორტო სფეროში ინოვაციური და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება;

სატრანსპორტო პროცესებზე გარემოს დაცვის, ენერგო ეფექტურობისა და უსაფრთხოების ამაღლება;

ტრანსპორტის სფეროში საკადრო, სამეცნიერო პოტენციალის ამაღლება და სოციალური საკითხები;

სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესება;

ლოგისტიკური სისტემებისა და მულტიმოდალური გადაზიდვების განვითარება;

უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის პირობებში სატრანსპორტო სისტემების კოორდინაცია;

სატრანსპორტო სფეროში საინვესტიციო პოლიტიკა;

საქალაქო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება;

კანონმდებლობისა და სტანდარტების ევროკავშირის მოთხოვნებთან ჰარმონიზაცია;

ტურიზმის სექტორის ხელშეწყობა.

ჩვენი კვლევის შემდომი ეტაპი, 15 პრიორიტეტის მიხედვით კონკრეტული ღონისძიებების შემუშავებას ითვალისწინებს.

წყარო: transcor.ge