სად­გუ­რის მო­ედ­ნის ე.წ. გა­და­სას­ვლელ ხიდს, სა­დაც 2 ნო­ემ­ბერს ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და და­ახ­ლო­ე­ბით, მისი მე­ო­თხე­დი გა­ნად­გურ­და, ბევ­რმა არც იცის, რომ,ოფი­ცი­ა­ლუ­რად, "მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ხიდი“ ჰქვია.

ვიდ­რე ვი­ტყო­დეთ, რო­დის და რა­ტომ და­არ­ქვეს მას ეს სა­ხე­ლი, მა­ნამ­დე გა­დავ­ხე­დოთ მის ის­ტო­რი­ას:

აღ­ნიშ­ნუ­ლი ხიდი სად­გუ­რის მო­ე­დან­სა და და­დი­ა­ნის ქუ­ჩას ერ­თმა­ნეთ­თან აკავ­ში­რებს. აშე­ნე­ბუ­ლია 1930-1940-იან წლებ­ში. 90-იან წლებ­ში ამ ად­გილ­მა ბაზ­რო­ბის ფუნ­ქცი­აც შე­ი­თავ­სა. ასე იქა­უ­რო­ბა წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ვაჭ­რო სივ­რცედ იქცა და არა მარ­ტო თვი­თონ ხიდი, მისი მიმ­დე­ბა­რე კი­ბე­ე­ბი და ტე­რი­ტო­რია, სა­დაც ხან­ძრამ­დე იყი­დე­ბო­და მე­ო­რა­დი ტან­საც­მე­ლი, ფეხ­საც­მე­ლი, სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი, წვრი­ლი ტექ­ნი­კა და სხვა ათა­სი წვრილ­მა­ნი...

დიახ, იქ არ­სე­ბულ მცი­რე მა­ღა­ზია-დახ­ლებ­ზე გა­რე­მო­ვაჭ­რე­ე­ბი ყო­ველ­დღი­ურ სარ­ჩოს ასე გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­დნენ. რა იქ­ნე­ბა ამ ხან­ძრის შემ­დეგ, არა­ვინ იცის.

რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, თბი­ლი­სის გა­და­სას­ვლე­ლი ხიდი სა­ფეხ­მავ­ლო ეს­ტა­კა­დაა, რო­მე­ლიც, სად­გუ­რის მო­ე­დან­სა და ნა­ძა­ლა­დევს - "ნა­ხა­ლოვ­კას“ ცოტ­ნე და­დი­ა­ნის ქუ­ჩის მხი­დან აკავ­ში­რებს. ეს ად­გი­ლი ქა­ლა­ქის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი და ის­ტო­რი­უ­ლი ობი­ექ­ტი­ცაა.

  • მშე­ნებ­ლო­ბა და წარ­მო­შო­ბის ის­ტო­რია

ვიდ­რე ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სად­გუ­რი გაჩ­ნდე­ბო­და, ეს ტე­რი­ტო­რია ქა­ლა­ქის შე­მო­სას­ვლელ­თან მდე­ბა­რე შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფალ სივ­რცეს წარ­მო­ად­გენ­და.

ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა 1872 წელს, რო­დე­საც გა­იხ­სნა თბი­ლი­სი-ფო­თის რკი­ნიგ­ზა - პირ­ვე­ლი სარ­კი­ნიგ­ზო ხაზი კავ­კა­სი­ა­ში. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში აშენ­და პირ­ვე­ლი ცენ­ტრა­ლუ­რი სად­გუ­რის შე­ნო­ბა (იმ­ჟა­მად "ტიფ­ლი­სის ვაგ­ზა­ლი“), რა­მაც სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა მთე­ლი უბ­ნის, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სატ­რან­სპორ­ტო კვან­ძის, ფორ­მი­რე­ბას.

ტრან­სპორ­ტის ხა­ზის მიღ­მა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უნე­ბარ­თვოდ, ნა­ძა­ლა­დე­ვად და­სახ­ლდნენ რკი­ნიგ­ზის მუ­შე­ბი. ამ ად­გილს სწო­რედ ამი­ტო­მაც ეწო­და, ნა­ძა­ლა­დე­ვი, ანუ "ნა­ხა­ლოვ­კა“.

რკი­ნიგ­ზის მრა­ვალ­ზო­ლი­ა­ნი ლი­ან­და­გე­ბი ფი­ზი­კუ­რად ჭრი­და ქა­ლა­ქის ცენ­ტრსა და ნა­ძა­ლა­დე­ვის უბანს ერ­თმა­ნე­თის­გან, რაც ფე­ხით მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის გა­და­ად­გი­ლე­ბას სა­ხი­ფა­თოს ხდი­და.

ლი­ან­და­გებ­ზე უსაფრ­თხოდ გა­და­სას­ვლე­ლად XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში აშენ­და პირ­ვე­ლი ლი­თო­ნის სა­ფეხ­მავ­ლო ხიდი. XIX-XX სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მიჯ­ნა­ზე შექ­მნი­ლი ეს კონ­სტრუქ­ცია უზ­რუნ­ველ­ყოფ­და ნა­ძა­ლა­დე­ვის მუ­შა­თა და­სახ­ლე­ბის და­კავ­ში­რე­ბას ცენ­ტრა­ლურ სად­გურ­თან და ბაზ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­თან.

  • საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დის რე­კონ­სტრუქ­ცია

ქა­ლა­ქის გა­ფარ­თო­ე­ბას­თან და მგზავ­რთა ნა­კა­დის გაზ­რდას­თან ერ­თად, პირ­ვე­ლად ხიდ­მა მო­თხოვ­ნე­ბი ვე­ღარ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა.

XX სა­უ­კუ­ნის შუა წლებ­ში (1950-1960-იან წლებ­ში) აშენ­და ახა­ლი, უფრო ფარ­თო რკი­ნა­ბე­ტო­ნი­სა და ფო­ლა­დის სა­ფეხ­მავ­ლო ეს­ტა­კა­და.

  • ის­ტო­რი­ულ-სო­ცი­ა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა

ის აქამ­დე "ნა­ხა­ლოვ­კის“ მთა­ვარ არ­ტე­რი­ად მი­იჩ­ნე­ო­და: ხიდი ათწლე­უ­ლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო ერ­თა­დერ­თი სწრა­ფი სა­ფეხ­მავ­ლო კავ­ში­რი ნა­ძა­ლა­დევ­სა და ცენ­ტრა­ლურ სად­გურს შო­რის.

2003 წელს კი "გა­და­სას­ვლელ ხიდს“ სა­ხე­ლი შე­უც­ვა­ლეს და 1992-1993 წლებ­ში ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის ბრძო­ლა­ში გმი­რუ­ლად და­ღუ­პულ მებ­რძოლ­თა პა­ტივ­სა­ცე­მად "მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ხიდი“ უწო­დეს.

თუმ­ცა ქა­ლა­ქურ ფოლკ­ლორ­ში გა­და­სას­ვლე­ლი ხიდი გარ­და­მა­ვა­ლი ეპო­ქი­სა და თბი­ლი­სუ­რი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე "მა­მუ­ლიშ­ვილ­თა ხიდი“ ქა­ლა­ქის ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ჩუმი მოწ­მეა. გან­სხვა­ვე­ბით მტკვარ­ზე არ­სე­ბუ­ლი უფრო ცნო­ბი­ლი, დე­კო­რა­ტი­უ­ლი ხი­დე­ბის­გან, ეს ნა­გე­ბო­ბა თა­ვი­სი ფუნ­ქცი­უ­რი და მი­ნი­მა­ლის­ტუ­რი სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ო­და ყო­ველ­თვის. ხი­დის არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი გა­და­წყვე­ტა მე-20 სა­უ­კუ­ნის შუა პე­რი­ო­დის ურ­ბა­ნულ და­გეგ­მა­რე­ბას ეფუძ­ნე­ბა, სა­დაც მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი სიმ­ტკი­ცე­სა და პრაქ­ტი­კუ­ლო­ბა­ზე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი.

2025 წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ წელს თბი­ლი­სის მე­რია გა­და­სას­ვლელ ხიდ­თან, ცოტ­ნე და­დი­ა­ნი­სა და სად­გუ­რის მო­ედ­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბე­ლი ეს­ტა­კა­დის მშე­ნებ­ლო­ბას გეგ­მავ­და. იმ­ჟა­მინ­დე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ახა­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი 2026 წლის ბი­უ­ჯეტ­ში უკვე გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო და მას­ზე 2026 წელს10 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯე­ბო­და, 2027 წელს კი და­მა­ტე­ბით 87.5 მი­ლი­ო­ნი ლარი. მთლი­ა­ნო­ბა­ში 280-მეტ­რი­ა­ნი ეს­ტა­კა­დის პრო­ექ­ტი­რე­ბა-მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნას­წა­რი სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 100 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. რო­გორც ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი­დან ირ­კვე­ვა, პრო­ექ­ტზე საგ­ზაო მარ­შრუ­ტის კვლე­ვა­ზე 2025 წელს უკვე 2.5 მი­ლი­ო­ნი ლარი და­ი­ხარ­ჯა, თუმ­ცა წელს, ამ დრომ­დე მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა.

წყარო: ambebi.ge