რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.

მათი განცხადებით, მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ და არ არის დაცული უსაფრთხოება.

„ჩინეთის სამშენებლო კორპორაციის“ მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. მათი თქმით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.

კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომენტარს მოთხოვნების გაცნობამდე ვერ გააკეთებენ.

 

ipn.ge