საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 149-ე კილომეტრის (რიკოთის უღელტეხილი) მიმდებარედ პოტენციური მეწყრული ფერდის სტაბილიზაციის ღონისძიებებისთვის ტენდერს აცხადებს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 63 908 792 ლარია. წინადადებების მღება 13 დეკემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. მოწოდების ვადად განსაზღვრულია სამუშაოების დაწყების შესახებ შემსყიდველის წერილობითი დავალების გაცემიდან 6 თვე.
როგორც ტენდერის ტექნიკური დოკუმენტაციაშია ნათქვამი - მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები აწარმოოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, მაქსიმალურად უწყვეტ რეჟიმში, ტექნოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, ყველა შესაძლო სამშენებლო მოედნის ორგანიზებით. შესრულებული სამუშაოს სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საგარანტიო ვადა შეადგენს – 2 (ორი) წელს სამუშაოს მიღებიდან, რომლის განმავლობაშიც მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზების აღმოფხვრა.
პრეტენდენტს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საანგარიშო პერიოდსა და გამოცდილების არეალში, ერთი შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით არანაკლებ წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 50%-ის ოდენობისა ან არაუმეტეს 3 (სამი) შესრულებული ხელშეკრულების ფარგლებში დასრულებული უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოები ღირებულებით წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების არანაკლებ 60%-ისა.
გამოცდილების არეალი: საქართველოს ტერიტორია ან/და პირის, ვისი გამოცდილებაც წარმოდგენილია ტენდერში, რეგისტრაციის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სხვა ქვეყნის ტერიტორია. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი.
შესასრულებელი სამუშაოების მაღალი ხარისხისა და მოქმედ სამშენებლო ნორმებთან შესაბამისობის და წესების დაცვით, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მასალების (ცემენტობეტონის, ასფალტობეტონის, ქვიშა-ხრეშოვანი ნარევების, ფრაქციული ღორღის, ქვიშის და სხვა) ხარისხის ყველა საკონტროლო გამოცდა და შემოწმება, მათი გამოყენების ვარგისიანობაზე, განახორციელოს აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რაზეც უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნები და რეცეპტები, პასპორტი ან სერთიფიკატები. მათი ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედ სტანდარტებსა და სამშენებლო ნორმებს.
დასრულებული სამუშაოს მიღება ხორციელდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით შექმნილი სპეციალური კომისიის მიერ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 10 იანვრის №1–1/23 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად
საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს პირდაპირი (უწყვეტი) ვიდეოტრანსლაცია სამშენებლო ობიექტიდან, რაც გულისხმობს სამშენებლო უბნებზე შემსყიდველთან შეთანხმებული რაოდენობისა და ტექნიკური პარამეტრების მქონე ვიდეოსათვალთვალო წერტილ(ებ)ის განთავსება. სამშენებლო უბნებზე განთავსებული ვიდეოსათვალთვალო მოწყობილობებიდან ვიდეონაკადი უწყვეტად უნდა მიეწოდოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის კუთვნილ სერვერს.