ქვიშხეთი-ხაშურის მონაკვეთზე ლიანდაგების შეცვლის შემდეგ მოძრაობა 100 კმ/სთ-მდე დაჩქარდება, - ამის შესახებ რკინიგზის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული.
სამუშაოები დღეს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ დაათვალიერა, რომლის განცხადებითაც ქვიშხეთი-ხაშურის 3-კილომეტრიან მონაკვეთზე ახალ ლიანდაგის დაგება მოხდება, სამუშაოები კი ზაფხულის სეზონამდე უნდა დასრულდეს.
„ზაფხულის სეზონისთვის როგორც დაანონსებული იყო თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობის დრო შემცირდება. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორის ლაშა აბაშიძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული გაჯანსაღება საქართველოს რკინიგზაში მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს, რაც ერთის მხრივ ხელს შეუწყობს მატარებლების სიჩქარის მატებას, მეორეს მხრივ კი მგზავრებისთვის მეტი კომფორტის შექმნას“, - ნათქვამია რკინიგზის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.