ზაფხულის საკურორტო სეზონზე შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების ინტენსიური სამუშაოების უზრუნველსაყოფად, ზუგდიდის, ფოთისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებს, ჯამში, 16 ერთეული სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ქვიშის საცრელი მანქანა დანადგარები გადაეცათ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  გადაცემულ ტექნიკას შორისაა: 2 ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარი (Beach Tech), 1 ქუჩის სარწყავი მანქანა,  7 თვითმცლელი ტრაქტორი,  3 ექსკავატორ-დამტვირთველი და 3 თვითმცლელი მანქანა

გურიის შავი ზღვის სანაპირო ზოლის სამუშაოების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამატებით გადაეცათ 3 ტრაქტორი თვითმცლელი და 1 თვითმცლელი მანქანა

ახალი სპეციალური ტექნიკის გადაცემის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

როგორც უწყებაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტების სპეციალური ტექნიკით აღჭურვა ხელს შეუწყობს შავი ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავებისა და მოწესრიგების სამუშაოების გაუმჯობესებას და დამსვენებლებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას.