„მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დაგეგმილი მიწისქვეშა კომუნიკაციების სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ერთი დღით ნაწილობრივ შეიზღუდება“ – განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
„კერძოდ, მიმდინარე წლის 5 აგვისტოს 14:00 საათიდან დღის ბოლომდე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე - დიმიტრი უზნაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან გალაკტიონის ხიდის მიმართულებით, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ – ნათქვამია განცხადებაში.