ბიზნესმენ მინდია საბანაძის კომპანია „სითი დეველოფმენტი“ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ორი 30 სართულიანი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.

კომპანიას განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებით დავალებაზე განაცხადი უკვე შეტანილი აქვს, რომლის მიხედვითაც ტერიტორია შედგება ერთი ძირითადი და ოთხი მცირე ზომის მიწის ნაკვეთისაგან, რომელთა ფართობი ჯამში შეადგენს 9290 კვ.მ.-ს.

„ტერიტორიაზე დაგეგმილია ერთი მრავალფუნქციური შენობის (74% საცხოვრებელი; 26% საოფისე, კომერციული და ზონაში დაშვებული არასაცხოვრებელი ფუნქციები) განთავსება, რომელთა მაქსიმალური სართულიანობა (მიწისზედა) შეადგენს 30 სართულს, ხოლო მიწისქვეშა 1 ან 2 სართულს“, - ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

შპს „სითი დეველოფმენტის“ 100%-იან წილს შპს „აი ჯი ფროფერთი“ ფლობს, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძეა.

ცნობისთვის, „სითი დეველოფმენტმა“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქონება ₾3 005 000 მილიონად მიმდინარე წელს იყიდა. თუმცა საპრივატიზაციო პირობების გათვალისწინებით, ქონების ჯამურმა საპრივატიზაციო თანხამ ₾36 მილიონი შეადგინა.