თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქონება „სითი დეველოპმენტმა“ ₾3 005 000 მილიონად იყიდა.
ჭავჭავაძის გამზირზე 49ა-ში მდებარე 9 200 კვადრატულ მეტრზე მეტი მიწა და მასზე განთავსებული შენობები 3 005 000 ლარად „სითი მოლის“ მფლობელმა კომპანიამ 13 თებერვალს აუქციონის გზით იყიდა, თუმცა საპრივატიზაციო პირობების გათვალისწინებით, ქონების ჯამურმა საპრივატიზაციო თანხამ ₾36 მილიონი შეადგინა.
„უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში;
ბ)ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ბრძანების დანართი N1-ით გათვალისწინებული, მის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებიდან 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, რეგისტრირებული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარების (რაც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა, არ შემოიფარგლებოდეს) ამავე ქონებაზე ან მის ნაწილზე სამშენებლო/სარემონტო სამუშაოების (რაც შესაძლოა, მათ შორის, მოიცავდეს უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შესაბამისი კომპეტენტური ორგანო(ები)ს თანხმობით განხორციელებულ დემონტაჟს) განხორციელებას) მიზნით, პირადად ან/და მესამე პირის მეშვეობით, არანაკლებ 20 000 000 (ოცი მილიონი) აშშ დოლარის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ოდენობის ინვესტიციის განხორციელება.
გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 60 (სამოცი) თვის განმავლობაში ან ამ ბრძანების მე-5 პუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ბრძანების დანართი №1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე, ამავე უძრავი ქონებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უსასყიდლოდ სარგებლობის უზრუნველყოფა;
დ) ამ ბრძანების მე-5 პუნქტის შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ბრძანების დანართი № 1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლების შემთხვევაში, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) თვიანი ვადის ამოწურვამდე, ამავე ბრძანების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ინფრასტრუქტურით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უსასყიდლო სარგებლობის უზრუნველყოფა;
ე) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ბრძანების დანართი № 1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე ვადით, 01.14.07.008.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა N01/4-ში -3 ნიშნულზე არსებულ 528,67 კვ.მ. შიდა ფართზე ა(ა)ი.პ მხატვრული ტანვარჯიშის ფედერაციის (ს.ნ. 205046458) სასყიდლიანი (ყოველთვიური ქირა 2589 ლარის ოდენობით) სარგებლობის უზრუნველყოფა;
ვ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ბრძანების დანართი № 1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებამდე ვადით, 01.14.07.008.014 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა N1-2-6-ში - 6.3 ნიშნულზე 32.40კვ.მ. (ავტოფარეხი) და 165.67 კვ.მ. ფართებზე (ავტოფარეხები) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ა(ა)ი.პ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას (ს/ნ 204892152) შორის 08.02.2017 წელს, 10 (ათი) წლის ვადით გაფორმებული უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ, ასევე, ამავე საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე განთავსებულ შენობა-ნაგებობა N1-2-ის -6.3 ნიშნულზე ფაქტობრივად დაკავებულ 18.23 კვ.მ. შიდა ფართზე ა(ა)ი.პ საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის (ს/ნ 204892152) უსასყიდლო სარგებლობის უზრუნველყოფა;
ზ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, 60 672 (სამოცი ათას ექვსას სამოცდათორმეტი) ლარის გადახდა შპს „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიისთვის“;
თ) 32 773 188 (ოცდათორმეტი მილიონ შვიდას სამოცდაცამეტი ათას ას ოთხმოცდარვა) ლარის ჩარიცხვა სახელმწიფოს ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე შემდეგი გრაფიკის შესაბამისად:
თ.ა) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დანართი №1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში - 17 000 000 (ჩვიდმეტი მილიონი) ლარის ჩარიცხვა;
თ.ბ) სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ დანართი №1-ით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში - დამატებით 15 773 188 (თხუთმეტი მილიონ შვიდას სამოცდაცამეტი ათას ას ოთხმოცდარვა) ლარის ჩარიცხვა“, - წერია ბრძანებაში.
კომპანია „სითი დეველოპმენტის“ მფლობელი „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიაა”, რომელიც ბიზნესმენ მინდია საბანაძეს ეკუთვნის.