მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის რეაბილიტაციის 14.4 მლნ ლარის ღირებულების ტენდერს ერთი კანდიდატი ჰყავს. ტენდერი ამჟამად შერჩევა/შეფასების ეტაპზეა და კანდიდატია შპს. "ბილდკინგსი".
შპს „ბილდკინგს“ 2016 წელს დაფუძნდა. ტენდერების მონიტორის მიხედვით, კომპანიის მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება 36 მილიონ ლარზე მეტია. კომპანიის ერთ-ერთი მფლობელია ლაშა რუხაძე (40% წილის მფლობელი), ის ქართული ოცნების შემომწირველია. რუხაძემ „ოცნებას“ 2021 წელს 15 000 ლარი შესწირა.
კომპანიის თანამფლობელები არიან: ნანო რუხაძე (20%); ნელი კალაძე (40%).
ტენდერი მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის“კაპიტალურ რემონტს გულისხმობს.
წინადადებების მიღება 24 ივლისს დასრულდა.