საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საავტომობილო გზების რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვაზე 5 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერების ფარგლებში საპროექტო და ტექნიკური დოკუმენტაცია ჯამში 32 სხვადასხვა საგზაო მონაკვეთისთვის უნდა მომზადდეს. მათი საერთო სიგრძე 312 კილომეტრს შეადგენს.

კერძოდ, შესყიდვები ითვალისწინებს:

  • 8 საგზაო მონაკვეთისთვის დოკუმენტაციის მომზადებას, ჯამში 83.5 კმ-ზე;
  • 6 მონაკვეთისთვის — 75.7 კმ-ზე;
  • 6 მონაკვეთისთვის — 54.6 კმ-ზე;
  • 6 მონაკვეთისთვის — 48.7 კმ-ზე;
  • 6 მონაკვეთისთვის — 49.5 კმ-ზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნული მომსახურების შესყიდვა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ტენდერების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში:

  • ტენდერი — 8 ობიექტი, 83.5 კმ⁠
  • ტენდერი — 6 ობიექტი, 75.7 კმ⁠
  • ტენდერი — 6 ობიექტი, 54.6 კმ⁠
  • ტენდერი — 6 ობიექტი, 48.7 კმ⁠
  • ტენდერი — 6 ობიექტი, 49.5 კმ⁠