საავტომობილო ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის IRU ს მიერ, ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში, სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების გლობალურ დეფიციტზე და 2029 წლისთვის, ამ პრობლემიდან გამომდინარე, ლოგისტიკური ჯაჭვების მდგრადობის და ქვეყნების ეკონომიკური სტაბილურობის გაუარესებაზეა აქცენტი გაკეთებული.
სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიფიტი, საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე, უკვე რამოდენიმე წელია შეინიშნება, ამასთან სახეზეა მძღოლების უცხოეთში გადინების შეუქცევადი პროცესი.
მძღოლების გლობალური დეფიციტი, უფრო მტკივნეულად საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე აისახება.
უკვე დღეს შესამჩნევია, ადგილობრივ ინტერნეტ სივრცეში, მძღოლის დაქირავების შესახებ, ამა თუ იმ კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადება. ბუნებრივია, უკუკავშირიც არსებობს – „ვიმუშავებ მხოლოდ ევროპული ხელფასის პირობებში“.
სავარაუდოდ, საქართველოში გადამზიდავი კომპანიების და შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებების ზრდის ფონზე, რეგიონში დაბალი ტარიფების გამო, კომპანიები ვერ შეძლებენ ადგილობრივ მძღოლებს ევროპული დონის ხელფასების შეთავაზებას, ეს პროცესი კი აიძულებს ქართველ მძღოლს დატოვოს ქვეყანა და უცხოური ქვეყნების სატრანსპორტო კომპანიებში გადაერთოს სამუშაოს საძებნელად.
მძღოლების გლობალური დეფიციტის პრობლემააზე სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი (TCRC) ანალიტიკურ პუბლიკაციას აქვეყნებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ IRU-ის ანგარიშით, სადღეისოდ 36 ქვეყანაში, რომლებიც გლობალური გადაზიდვების 70 % ს ასრულებენ, სატვირთო ავტოტრანსპორტზე შეუვსებელი სამუშაო ადგილების რაოდენობა, ანუ მძღოლების დეფიციტი 3.6 მილიონ ერთეულს შეადგენს.
საგანგაშო ტენდენცია ფიქსირდება ახალგაზრდა და გამოცდილი (წლოვანი) მძღოლების ასაკობრივი განსხვავების მიხედვით, ცალსახაა, რომ ახალგაზრდები მძღოლის პროფესიის არჩევას ერიდებიან.
კვლევაში მოყვანილი გამოკითხის შედეგად, მსოფლიო გადაზიდვების ქსელში ჩართული 25 წლამდე მძღოლების წილი მხოლოდ 6.5 % ია, ზოგიერთ ქვეყანაში, იტალიაში 2.2% და გერმანიაში 2.6% ეს მაჩვენებელი კრიტიკულად დაბალია.
საპენსიო ასაკს მიახლოებული, 55 წელზე უფროსი ასაკის მძღოლების რაოდენობა 32 % ს, რიგ ქვეყნებში ესპანეთში, ავსტრალიაში და იტალიაში, ასეთი მძღოლების რაოდენობა 50 % ს უახლოვდება.
თუ ერთიან კონტექსში შევხედავთ, წლიურად ეკონომიკაში ახალგაზრდა მუშაკთა საერთო რაოდენობის 1.4 % ით ზრდის ფონზე, მძღოლების რაოდენობა 5.8 % ით მცირდება.
ამ ტენდეციის გათვალისწინებით 2029 წლისთვის 3.4 მილიონი მძღოლი პენსიაზე გავა, მძღოლების არსებული და მომავალი დეფიციტის გათვალისწინებით საერთაშორისო გლობალური გადაზიდვები სერიოზული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება.
IRU-მ, ამ პროცესს საავტომობილო გადაზიდვებში, “შენელებული დემოგრაფიული მოქმედების ბომბი“ უწოდა, რომელიც ახლო მომავალში სერიოზულად დააზიანებს, გადაზიდვებში ჩართული ქვეყნების ლოგისტიკურ მდგრადობას და ეკონომიკურ სტაბილურობას.
ანგარიშში მნიშვნელოვან მიგნებაზეა გადატანილი ყურადღება, რომელიც ეწინააღმდეგება, მოსაზრებას, იმის თაობაზე, რომ მძღოლების დეფიფიტის მთავარი მიზეზი დაბალი ხელფასებია. კვლევის თანახმად, მსოფლიოს ყველა რეგიონში მძღოლების ხელფასი, სასიცოცხლო მინიმუმზე 30 დან 135 % ით მაღალია.
IRU ს მთავარ ამოცანას არა მხოლოდ არსებული მძღოლების შენარჩუნება, არამედ ახლების, განსაკუთრებით ახალგაზრდების მოზიდვა წარმოადგენს.
გადამწყვეტი ღონისძიებების განხორციელების გარეშე ახალი მძღოლების მოზიდვა და შენარჩუნება რთული იქნება. 2028 წლისთვის 7 მილიონზე მეტი მძღოლის ადგილი აუთვისებელი დარჩება. მათ შორის ჩინეთში 4.9 მლნ ადგილი იქნება ვაკანტური (საერთო ბაზრის 20 %), ევროპაში 745 ათასი ადგილი (საერთო ბაზრის 17%), თურქეთში 200 ათასი ადგილი (საერთო ბაზრის 28%).
ევროკავშირის სივრცეში მძღოლების დეფიციტის მთავარ მიზეზად, მათი ტრენინგის, ლიცენზირებისა და დაზღვევის მაღალი ხარჯები სახელდება, საფრანგეთში, მაგალითად, სატვირთო მანქანის მართვის მოწმობისა და პროფესიული კომპეტენციის სერტიფიკატის აღების საშუალო ღირებულება 5250 ევროს შეადგენს, რაც ორჯერ აღემატება მინიმალურ თვიურ ხელფასს.
ამ პრობლემის გადაჭრის ერთ ერთ გზად, ევროკავშირს მთავრობების მიერ მართვის მინიმალური ასაკის შემცირება და კვალიფიკაციის მოპოვების ხარჯების სუბსიდირება მიაჩნია.
გარდა ამისა, ერთ ერთ ძირითად რეკომენდაციათ, ევროკავშირი მესამე ქვეყნებიდან კვალიფიციური მძღოლების მათ ბაზარზე წვდომის გაადვილებას განიხილავს, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნებს, რომლებსაც ჰყავთ პროფესიონალი მძღოლების ჭარბი რაოდენობა, გაადვილებული მიდგომებით დასაქმდნენ ევროპული გადაზიდვების ბაზრებზე. ეს პროცესი კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩაადებს ქართულ ადგილობრივ გადაზიდვების ბაზარს.
საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე, სახელმწიფოს მხრიდან კვალიფიკაციის მოპოვების ხარჯების სუბსიდირების სანაცვლოდ, ქართველ მძღოლებს უხდებად, სულ უფრო მეტი გადაიხადონ სხვადასხვა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების მისაღებად.
უფრო მეტი ეკონომიკურად დაუსაბუთებელ „ბეგარას“ წარმოადგენს გადამზიდავის სტატუსის მისაღებად, სულ ახლახანს, სახელმწიფოს მხრიდან 500 ლარიანი გადასახადის დაწესება.
წყარო: transcor.ge