მკვლევ­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ ყო­ველ­დღი­უ­რი სე­ირ­ნო­ბა, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა რამ­დე­ნი­მე წუ­თიც კი გაგ­რძელ­დეს, ალ­ცჰა­ი­მე­რის გან­ვი­თა­რე­ბას ამ­ცი­რებს.

რო­გორც theguardian-ი წერს, მეც­ნი­ე­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს, რომ დღე­ში 3 000 ან მეტი ნა­ბი­ჯის გავ­ლა ანე­ლებს კოგ­ნი­ტი­ურ დაქ­ვე­ი­თე­ბას ტვინ­ში, რაც ალ­ცჰა­ი­მე­რის პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვი­საა და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი.

  • კვლე­ვა 14 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. რო­გორც გა­მო­იკ­ვე­თა, ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც დღე­ში 3000-დან 5000 ნა­ბი­ჯამ­დე და­დი­ოდ­ნენ, კოგ­ნი­ტი­უ­რი დაქ­ვე­ი­თე­ბის სა­შუ­ა­ლოდ სამი წლით შე­ფერ­ხე­ბა, ხოლო მათ, ვინც დღე­ში 5000-დან 7000 ნა­ბი­ჯამ­დე და­დი­ო­და, 7 წლით შე­ფერ­ხე­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ.

"ჩვენ მო­ვუ­წო­დებთ ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის რის­კის ქვეშ მყოფ ხან­დაზ­მუ­ლებს, გა­ზარ­დონ ყო­ველ­დღი­უ­რი აქ­ტი­ვო­ბა,“ - გა­ნა­ცხა­და კვლე­ვის ავ­ტორ­მა, დოქ­ტორ­მა ვაი-ინგ იაუმ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ონ ადა­მი­ანს აწუ­ხებს. და­ა­ვა­დე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ტვინ­ში ცი­ლე­ბის ორი ტოქ­სი­კუ­რი ფორ­მის: ბეტა-ამი­ლო­ი­დუ­რი და ტაუ-ცი­ლის დაგ­რო­ვე­ბას­თან.

მეც­ნი­ე­რებ­მა 50-დან 90 წლამ­დე ასა­კის 296 ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, რაც მო­ი­ცავ­და კოგ­ნი­ტი­უ­რი ფუნ­ქცი­ის ყო­ველ­წლი­ურ შე­ფა­სე­ბებს - კერ­ძოდ, ნა­ბი­ჯე­ბის დათ­ვლას პე­დო­მეტ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით და მო­ხა­ლი­სე­თა ტვინ­ში მავ­ნე ცი­ლე­ბის დო­ნის გა­ზომ­ვას.

რო­გორც გა­მო­იკ­ვე­თა, ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის რის­კის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში, ყო­ველ­დღი­ურ­მა სე­ირ­ნო­ბამ მავ­ნე ცი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბას შე­უ­შა­ლა ხელი.

წყა­რო: ambebi.ge