ტრანსპორტის მობილურობის და კავშირებადობის გაუმჯობესებისათვის ევროკავშირმა 94 სატრანსპორტო პროექტი შეარჩია, საიდანაც 46 პროექტი რკინიგზის მიმართულებით განხორციელდება. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით ეს პროექტები 11 ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაში, გერმანიაში, უნგრეთში, იტალიასა და შვედეთში განხორციელდება. პროექტების ფარგლებში დაინერგება ევროპის სარკინიგზო მოძრაობის მართვის სისტემა European Rail Traffic Management System (ERTMS).

ევროკავშირი ინვესტირებას განახორციელებს ასევე ისეთ პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს საზღვაო და შიდა სამდინარო ტრანსპორტის გარემოზე ზემოქმედების შემცირებას.

,,პირველ რიგში – ირლანდიის, კვიპროსის, მალტის, ხორვატიისა და პოლონეთის ნავსადგურების განახლება მოიაზრება, რათა ნაპირზე არსებული ელექტროენერგიის გამოყენებით შეამცირონ გემებიდან ნავმისადგომებზე გამონაბოლქვი.“- აღნიშნულია „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვლევით ცენტრში აცხადებენ, რომ იქნება ესტონეთში, ფინეთსა და შვედეთში ევროკავშირისგან მხარდაჭერილი იქნება მრავალფუნქციური ყინულმჭრელი გემების მშენებლობისა და მოდერნიზაციის პროექტები. რაც მიზნად ისახავს წყალქვეშა კაბელების უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერებას.

,,კაბოტაჟური საზღვაო ნაოსნობის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გასაუმჯობესებლად საფრანგეთსა და ესპანეთში გემების ციფრული  მართვის სისტემები დაინერგება. შიდა სამდინარო წყლების მიმართულებით – საფრანგეთში მდინარე რაინის, ხოლო ბელგიაში სამდინარო ტრანსპორტის მართვის ციფრულ სისტემების მოდერნიზება განხორციელდება.“ - აღნიშნულია „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.