ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაფიჩხოვოს თემში 200 მოსწავლეზე გათვლილი თანამედროვე სკოლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.

სამინისტროს განმარტებით, სკოლა მოიცავს საკლასო და რესურს ოთახებს, ICT კაბინეტს, ბიბლიოთეკას, სპორტულ დარბაზებსა და გარე მოედნებს.

როგორც უწყება აცხადებს, პროექტის ღირებულება 6.3 მილიონი ლარია.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ამავე მუნიციპალიტეტში, სოფელ ზუმში, 120 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის მშენებლობა ასევე დასკვნით ეტაპზეა — მისი ღირებულება 4.6 მილიონ ლარს შეადგენს.