„ჭავჭავაძის გამზირისა და კუს ტბის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება“ - განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.

„საბაგირო გზას ჩაუტარდება რეგლამენტით გათვალისწინებული გეგმური ტექნიკური სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგაც მგზავრთა მომსახურებას განაახლებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“ - ნათქვამია განცხადებაში.