UBS Group-ი, Credit Suisse-ის შეძენით, უარყოფითი გუდვილის წყალობით, $34,8 მილიარდის შემოსავალს დააფიქსირებს. ამის მიზეზი კი ის არის, რომ შეძენილი აქტივების ღირებულება გარიგების ფასს აღემატება.
UBS-ის მონაცემებით, უარყოფითი გუდვილის ოდენობა 2022 წლის ბოლოსათვის Credit Suisse-ის აქტივების 48,8 მილიარდი დოლარის ღირებულების საფუძველზე, ტრანზაქციის ოდენობის (დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარი) და ტრანზაქციის ხარჯების (10,6 მილიარდი დოლარი) გამოკლებით, ყალიბდება. ბანკის განცხადებით, ეს შეფასება წინასწარია და შესაძლოა გადაიხედოს.
ამავდროულად, UBS-მა, პოტენციური სასამართლო და მარეგულირებელი ხარჯებისთვის, 4 მილიარდი დოლარი გამოყო. გარდა ამისა, ბანკი Credit Suisse-ის აქტივების ღირებულების 13 მილიარდი დოლარის დონეზე ჩამოწერას პროგნოზირებს.
მარტში ცნობილი გახდა, რომ UBS მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ Credit Suisse-ს 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად (3,34 მილიარდ დოლარად) ყიდულობდა. იმ დროს ექსპერტებმა აცხადებდნენ, რომ Credit Suisse-ის კერძო და კორპორაციული საბანკო ფილიალი შვეიცარიაში - Swiss Universal Bank-ი, შეიძლება რამდენჯერმე იმაზე ძვირი ღირდეს, რაც UBS-მა Credit Suisse-ში მთლიანობაში გადაიხადა. UBS-ი ამ გარიგების დახურვას მიმდინარე კვარტალში გეგმავს.