ამერიკული სპა სალონი აუზების გასათბობად BTC-ის მაინინგის ენერგიას იყენებს. Bathhouse-ი ბრუკლინში მდებარეობს და ანგარიშსწორებას ბიტკოინით ახორციელებს. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ნათქვამია, რომ სალონი ენერგიას მაინინგის აპარატებიდან იღებს და შემდეგ მას წყლის გასათბობად იყენებს. Bathhouse-ი აღჭურვილობის გასაგრილებლად ცივ წყალსაც იყენებს. „ისიამოვნეთ ცხელი აუზით ბიტკოინის ქსელის მხარდაჭერისას", - წერს სპა სალონში.

2022 წლის მარტში ამ გათბობის პროცესის დანერგვით, სალონის დამფუძნებლები დაინტერესდნენ, რისი გაკეთება შეუძლია ამ ტექნოლოგიას კაცობრიობისთვის. მათ განაცხადეს, რომ ეძებდნენ ეფექტურ საინჟინრო გადაწყვეტას და ცდილობდნენ ეპოვათ ენერგიის დაზოგვის გზები.

Bathhouse-ში იმასაც აცხადებენ, რომ წყლის გათბობის ამ მეთოდის დანერგვა შესაძლებელია  სამშენებლო პროექტებში, საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის. ისინი მზად არიან თავიანთი ცოდნა გაუზიარონ ყველა დაინტერესებულ მხარეს.

ამ ინიციატივას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, ნაწილი თვლის რომ მაინინგის გამოყენებით წყლის გათბობა გარემოს აზიანებს. ნაწილი კი თვლის, რომ ეს მეთოდი ხელს უწყობს რესურსების დაზოგვას.