„საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს „მალთივერს“-ის (საიდენტიფიკაციო ნომერი: 404598663) გაუუქმდა საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია და ლიკვიდაციის რეჟიმში გადავიდა“ - ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

„შპს „მალთივერს“-ის ვალდებულებების დროული და შეუფერხებელი დაზუსტების მიზნით, კრედიტორებმა საზოგადოების ლიკვიდატორს უნდა წარუდგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

ფიზიკური პირების შემთხვევაში:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შპს „მალთივერს“-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

იურიდიული პირების შემთხვევაში:

ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან იურიდიული პირის რეგისტრაციის შესახებ;

უფლებამოსილი პირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

შპს „მალთივერს“-ის მიმართ მოთხოვნის არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;

ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია ლიკვიდატორს მიეწოდება წინამდებარე განცხადების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზვიად გამსახურდიას სანაპიროს ქ. N1, საქართველოს ეროვნული ბანკის ცენტრალურ ოფისი (ლიკვიდატორი - როინ ცაციაშვილი, ტელ.: 599 511 382, ელ.ფოსტა: Roin.tsatsiashvili@nbg.gov.ge). აღნიშნული პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში კრედიტორთა პრეტენზიები არ მიიღება“ - ნათქვამია ინფორმაციაში.