მიმდინარე წლის ივნისი მონაცემებით, დარგების მიხედვით საბანკო სესხებზე ყველაზე მეტი, 4.4 მლნ ლარის დავალიანება ვაჭრობის სექტორს აქვს. დავალიანებების მოცულობის მიხედვით მეორე ადგილზე 3.96 მლნ ლარით მშენებლობის, ხოლო მესამეზე 3.88 მლნ ლარით მრეწველობის სექტორია.

რეიტინგში მეოთხე ადგილზე ოპერაციები უძრავი ქონებით, კვლევები და კომერციული საქმიანობის სექტორია, რომელსაც 2.84 მლნ ლარის დავალიანება აქვს, მეხუთეზე კი 1.52 მლნ ლარით სასტუმროები და რესტორნები მოხვდა.

დარგების მიხედვით, 2023 წლის ივნისის მონაცემებით ყველაზე ნაკლები დავალიანება 264 ათასი ლარი განათლების და 753 ათასი ლარი ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის სექტორშია.

კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ეკონომიკაზე (რეზიდენტ იურიდიულ და ფიზიკურ პირებზე) გაცემული სესხებით დავალიანება გასულ თვეში ჯამში 46 მლნ ლარამდე იყო.