2025 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 337.95 მლნ აშშ დოლარი (912.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 18.4%-ით (52.6 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2024 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

ცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 97.3% იმ 29 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 29 ქვეყანაზე გასული წლის დეკემბერში მთელი ფულადი გზავნილების 97.1% მოდიოდა.

 

ჩარიცხული მოცულობა (მლნ. აშშ დოლარი)

წილი მთლიან ჩარიცხულ მოცულობაში

ჩარიცხული მოცულობის წლიური ზრდის ტემპი

სულ

337.95

100.00%

18.41%

ევროკავშირის ქვეყნები

152.69

45.18%

18.59%

დანარჩენი ქვეყნები

185.26

54.82%

18.27%

აშშ

63.71

18.85%

15.16%

იტალია

58.67

17.36%

15.24%

რუსეთის ფედერაცია

43.47

12.86%

39.10%

გერმანია

30.02

8.88%

27.91%

საბერძნეთი

27.54

8.15%

15.31%

ისრაელი

26.92

7.97%

15.72%

თურქეთი

11.68

3.45%

27.94%

ესპანეთი

8.97

2.65%

36.71%

ყაზახეთი

7.63

2.26%

3.48%

საფრანგეთი

6.69

1.98%

24.96%

ირლანდია

5.74

1.70%

-2.00%

ყირგიზეთი

4.67

1.38%

-31.30%

გაერთიანებული სამეფო

4.65

1.38%

19.96%

აზერბაიჯანი

3.56

1.05%

-8.39%

პოლონეთი

2.74

0.81%

7.15%

კანადა

2.29

0.68%

-10.18%

არაბთა გაერთიანებული საამიროები

2.13

0.63%

7.18%

კვიპროსი

2.12

0.63%

15.27%

ნიდერლანდები

1.95

0.58%

26.30%

ბელგია

1.88

0.56%

40.95%

იორდანია

1.57

0.46%

5.54%

საუდის არაბეთი

1.52

0.45%

1.86%

ჩინეთი

1.50

0.44%

1822.63%

უზბეკეთი

1.43

0.42%

102.93%

ავსტრია

1.25

0.37%

38.04%

სომხეთი

1.24

0.37%

-4.44%

ლიბანი

1.15

0.34%

46.28%

სლოვაკეთი

1.14

0.34%

10.67%

ტაჯიკეთი

1.01

0.30%

48.33%

2025 წლის დეკემბერში საქართველოდან საზღვარგარეთ 40.8 მლნ აშშ დოლარი (110.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა. რაც 2024 წლის დეკემბრის (34.8 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 17.5% მეტია.