2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 384.9 მლნ აშშ დოლარი (975.4 მლნ ლარი) შეადგინა
ჩარიცხვების მიხედვით თანხის 28.94%, ანუ 111.37 მილიონი აშშ დოლარი მოდის ევროკავშირის ქვეყნებზე, სადაც ლიდერ პოზიციაზეა იტალია 11.48% (44.17 მილიონი აშშ დოლარი), საბერძნეთი 5.53% (21.29 მილიონი აშშ დოლარი) და გერმანია 5.14% (19.77 მილიონი აშშ დოლარი).