ჩვენთვის საინტერესო იყო მოგვესმინა მოსაზრებები, თუ რა გავლენა ექნება ახალ გეოპოლიტიკურ გამოწვევებს გლობალურ ეკონომიკაზეიმისთვის, რომ განვსაზღროთ შემდგომი ნაბიჯები. მზად ვართ ნებისმიერი სცენარის განვითარებითვის, - ამის შესახებსაქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ვაშინგტონში, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიისდეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მხარეებმა საქართველოს ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, მაკროეკონომიკური ვითარება და სსფ-სთან სამომავლოთანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა ძალიან მდგრადია სხვადასხვა შოკის, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში,კონკრეტულად ირანთან დაკავშირებული მწვავე გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო წარმოქმნილი რისკების მიმართ. მისი თქმით,საერთაშორისო სავალუტო ფონდიც ყველა შეხვედრაზე ხაზს უსვამს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას.

სებ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანას აქვს საკმარისი რესურსები -ისტორიულად მაღალი საერთაშორისო სავალუტო რეზერვები,დაბალი ფისკალური დეფიციტი და ძლიერი ეკონომიკური ზრდა, რათა წარმატებით გაუმკლავდეს ახალ გლობალურ გამოწვევებს.

მისივე თქმით, დიალოგი არსებულ მწვავე გაურკვევლობასა და მის გლობალურ ეკონომიკაზე შესაძლო გავლენაზე ძალიანმნიშვნელოვანია, რათა საქართველომ სწორად დაგეგმოს შემდგომი ნაბიჯები და პოლიტიკა.

მიღებული გვაქვს ადეკვატური ზომები, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა ყოველთვისუზრუნველყოფილი იყოს”,  - დასძინა ნათია თურნავამ.

ყოველწლიურ ფორუმში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიულიმმართველები, მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკების მმართველები,ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. საგაზაფხულო სესიის ფარგლებში განიხილება გლობალურიმნიშვნელობის საკითხები, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივები, სიღარიბის დაძლევა, ეკონომიკის განვითარება, ფინანსურისტაბილურობა, კიბერუსაფრთხოება და ფინანსური ტექნოლოგიები.

ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.