„დღეისათვის, საპენსიო სააგენტო რეგიონში საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი უკვე 600 მილიონს აჭარბებს“ - ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით მიმდინარე წლის 6 აგვისტოდან საპენსიო სააგენტოში სამი განსხვავებული საინვესტიციო პორტფელი ამოქმედდება. დამზოგველებს შეეძლებათ მათი დაგროვილი თანხა რისკიანობის სხვადასხვა პორტფელში განათავსონ. ამასთან დაკავშირებით, საპენსიო სააგენტოს და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ერთობლივი ორგანიზებით დამსაქმებლებთან სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ"-ში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.
„დღეისათვის, საპენსიო სააგენტო რეგიონში საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, ინვესტირებიდან მიღებული სარგებელი უკვე 600 მილიონს აჭარბებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მონაწილემ იცოდეს ის შესაძლებლობა რაც 6 აგვისტოდან ეძლევა. მათ მიერ შერჩეული საინვესტიციო პორტფელის მიხედვით მოხდება დანაზოგების განთავსება და ინვესტირება, რაც მეტი სარგებლის მიღების საშუალებას მისცემს ყველა დასაქმებულს რომელიც ჩართულია სქემაში“, - აცხადებენ სააგენტოში.