„საქსტატმა“ 2023 წლის აპრილის ბრუნვის მოცულობის ინდექსი გამოაქვეყნა. საქმიანობის ჯგუფების მიხედვით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლილებები განსხვავებულია.

მრეწველობის ჯგუფში წინა წლის თებერვალთან შედარებით ბრუნვის მოცულობის ინდექსი 187.4%-ით გაიზარდა, თუმცა წინა თვესთან შედარებით ზრდა 55.2%-ია. ამ ჯგუფის ქვეჯგუფებში ყველაზე დიდი ზრდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდებას აქვს 160%, ხოლო დამამუშავებელ მრეწველობას 148.9% აქვს.

მშენებლობის ჯგუფში ბრუნვის მოცულობის ინდექსი თებერვალში 2022 წლის შესაბამის თვესთან შედარებით 162.3%-ით არის გაზრდილი,  ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და საბითუმო და საცალო ვაჭრობა 597.5%-ით.

რაც შეეხება მომსახურების ჯგუფს, ის გაზრდილია 128.8%-ით. აღნიშნული კატეგორიის ქვეჯგუფებში კი ყველაზე მაღალი 238.6%-იანი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულმა საქმიანობებმა აჩვენა.

ბრუნვის მოცულობის ინდექსები იანგარიშება უწყებრივი სტატისტიკის (დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვების) საფუძველზე. გარდა ამისა, ყოველთვიურად შესაძლებელია მოხდეს დღგ-ის გადამხდელი საწარმოების წინა თვეების ბრუნვების კორექტირება, რამაც, შესაბამისად, შესაძლოა ყოველთვიური ინდექსების წინასწარი მონაცემების კორექტირება გამოიწვიოს.