2023 წელს ლარი/აშშ დოლარის საშუალო კურსი 2.6-ის დონეზეა მოსალოდნელი, ხოლო 2.7 ფარგლებში 2024 წელს. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის და საპროცენტო განაკვეთების შესახებ Galt&Taggart აქვეყნებს.

საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, შერჩეულ ათ ვალუტას შორის აშშ დოლართან მიმართებით, 1 იანვრიდან 25 ივლისამდე პერიოდში, ყველაზე მეტად რუმინული ლეი (8.7%), ქართული ლარი (3.8%) და ევრო (3.7%) გამყარდა. გაუფასურების მაჩვენებლით კი ლიდერი 43.9%-ით თურქული ლირაა.