მიკროსაფინანსო ბაზარზე (მ/ო) 2 მთავარი მოთამაშის აქტივობა შენარჩუნებულია. პირველი კვარტალის მდგომარეობით, „რიკო ექსპრესის“ და „კრისტალის“ წილი (აქტივების მიხედვით) 50%-ს აღემატება.
თუმცა ივლისიდან მ/ო „კრისტალი“ მიკრობანკად გარდაქმნას გეგმავს. ამ გეგმის შესახებ მისოს მენეჯმენტს გაცხადებული აქვს.
მიკროსაფინანსო სექტორი სულ, 36 ორგანიზაციით არის წარმოდგენილი (Q1/2020 – 43, Q1/2019 – 61), რომელთა კრებსითი აქტივები 2 მლრდ ლარს აღემატება.
Q1/2023-ისთვის მისოების გაცემული სესხებიდან (850 000 ერთეულის ფარგლებში) 99,9%-ის ბენეფიციარი ფიზიკური პირია. გასული წლის ანალოგიური პერიოდშიც 736 800 სასესხო ხელშეკრულებიდან 736 700 საცალო კლიენტთან იყო გაფორმებული.
აქტივები | სესხები | წმ. მოგება | |
რიკო | 580,452 | 432.558 | 13,790 |
კრისტალი | 424,161 | 388,665 | 1,575 |