Raiffeisenbank-ი რუსული ბანკების ანგარიშებზე, ასევე ზოგიერთი „მეგობრული“ ქვეყნის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის ბანკებში ევროში გადარიცხვებს წყვეტს. შეზღუდვები ძალაში 3 ივლისს შევა, ამის შესახებ Raiffeisenbank-ის განცხადებაშია ნათქვამი.
ცვლილებები საკრედიტო დაწესებულებაში ბანკების მხრიდან შეზღუდვების გამო შედის. 3 ივლისიდან ევროს გადარიცხვები ბელარუსში, აზერბაიჯანში, საქართველოში, თურქმენეთში, სომხეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში შეუძლებელი გახდება.
ცვლილებები ეხება როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს და მეწარმეებს. ახალი პირობები ასევე მოქმედებს აღნიშნული ქვეყნების სხვა ბანკებში გახსნილ კლიენტების საკუთარ ანგარიშებზე ევროში გადახდებისთვის.
განცხადებაში Raiffeisenbank-ი მომხმარებლებს ურჩევს, შეცვალონ გამავალი გადარიცხვის ვალუტა ან აირჩიოთ გადახდის სხვა მეთოდები.
მანამდე ბანკმა 50%-იანი საკომისიო შემოიღო სხვა ბანკებიდან ფიზიკური პირების სახსრების დოლარში დაკრედიტებისთვის.
ევროპული ორგანიზაცია Raiffeisen Bank International არის ერთ-ერთი უდიდესი საბანკო ჯგუფი, რომლის შტაბ-ბინა მდებარეობს ვენაში. ავსტრიის გარდა, ოპერირებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 14 სხვა ქვეყანაში და ემსახურება 17,2 მილიონ მომხმარებელს.