2025 წელის მარტში კომერციული ბანკების წინააღმდეგ ჯამში 2 394 საჩივარი დაიწერა. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს.
სებ-ის მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი 26%-ით მეტია წინა თვის მაჩვენებელზე. ამავე მონაცემების მიხედვით, 2025 წლის თებერვალში პრეტენზიების რაოდენობამ 1 902 იყო.
ამასთან, სებ-ის სტატისტიკით, 2025 წლის მარტში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან, ყველაზე მეტი მიმდინარე ანგარიშებსა და საკრედიტო ბარათთან დაკავშირებით, ასევე, სამომხმარებლო სესხებზე დაფიქსირდა.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტების მიხედვით საჩივრების ხუთეული (2025 წლის მარტში) ასე გამოიყურება:
- მიმდინარე ანგარიში/სადებეტო ბარათი - 1576 განაცხადი;
- სამომხმარებლო სესხი - 253 განაცხადი;
- საკრედიტო ბარათი - 77 განაცხადი;
- მომენტალური განვადება - 63 განაცხადი;
- ბიზნეს სესხი - 55 განაცხადი.
პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, მარტში შესული საჩივრებიდან ყველაზე მეტი განაცხადი - 1406 ტრანზაქციებზე მოდის, შემდეგია ადმინისტრაცია და მომსახურება - 452 საჩივრით, მესამე ადგილზეა - ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიები 144 განაცხადით.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის მარტში 2 394 საჩივრიდან ბანკებმა 1254 განაცხადი - უსაფუძვლოდ, 444 - საფუძვლიანად მიიჩნიეს; 696 განაცხადის შემთხვევაში განხილვა ისევ მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ მომხმარებელთა ცხელი ხაზი ეროვნულ ბანკში 2011 წლიდან მოქმედებს. პრეტენზიების სტატისტიკაც ამის შემდეგ იწარმოება.