პარლამენტის ბიუროს სხდომაზე საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ქონების გადასახადის მოქმედი 40 000-ლარიანი ზღვრის გაუქმებას ითვალისწინებს.
ცვლილებების შედეგად, ქონების გადასახადთან დაკავშირებული ზღვარი 100 000 ლარამდე გაიზრდება და 40 000-ლარიანი ზღვარი გაუქმდება.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დაჩქარებული წესით იგეგმება. საკითხზე წამყვანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იქნება.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, კანონპროექტის ორი მოსმენით ერთ დღეს განხილვაც არის შესაძლებელი.