"მეტას" მონაცემებით, ქართულ „ფეისბუქ-გვერდებს“ შორის პოლიტიკურ რეკლამაში გადახდილი თანხით ირაკლი კობახიძე ლიდერობს.

პრემიერმა სამ თვეში 40 ათასზე მეტი დოლარი დახარჯა.  მეორე ადგილზე 35 455 აშშ დოლარით პარტია „ქართული ოცნებაა“.

ცალკე 21 357 აშშ დოლარი დახარჯა რეკლამაზე საქართველოს მთავრობის გვერდმა, 14 451 აშშ დოლარი - შალვა პაპუაშვილმა.

შვიდეულში შედის ტელეკომპანია „პოსტივის“ სამი გვერდიც.

Facebook-ის რეკლამის ბიბლიოთეკაში პოლიტიკური რეკლამის დანახარჯების მიხედვით ტოპ-7 გვერდის დანახარჯები თავდაპირველად დეზინფორმაციის მკვლევარმა ნინო რიჟამაძემ გამოაქვეყნა.

„მხოლოდ 7-მა გვერდმა დახარჯა, ჯამში, $169,500. სხვა სატელიტების დანახარჯები კიდევ დამატებით 20 000$-მდეა. ასეა, „ქართული ოცნება“, რომელიც ხალხს პირისპირ ვერ ელაპარაკება, „ფეისბუქზე“ ყველა კუთხეში ჩასაფრებულია. თან ბლოკავენ ყველა განსხვავებულ კომენტარს და აზრს, რომ სრულად მათი კაკოფონია ისმოდეს. როცა უიმედობა და ბრაზი შემოგვიტევს, მგონი, უნდა გვახსოვდეს, რომ ეგ უიმედობა რეკლამის და ქოცური მარკეტინგის პროდუქტია“, — წერს რიჟამაძე.