ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა და ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა სამუშაო ვიზიტით ფრანკფურტში იმყოფებიან.
ვიზიტის ფარგლებში ნათია თურნავა და პაპუნა ლეჟავა დოიჩე ბანკის (Deutsche Bank), „პროკრედიტ ჰოლდინგის“ (Procredit Holding) და „ფაინენს ინ მოუშენის“ (Finance in Motion) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
"საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გარდამავალ პერიოდში საქართველოს სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში. ვიზიტის ფარგლებში ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ ეროვნული ბანკის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობაზეა ორიენტირებული. ამასთან, ყურადღება გავამახვილეთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო პერსპექტივებზე", - განაცხადა ნათია თურნავამ.
ნათია თურნავა და პაპუნა ლეჟავა დოიჩე ბანკის, „პროკრედიტ ჰოლდინგის“ და „ფაინენს ინ მოუშენის“ წარმომადგენლებს შეხვდნენ
დაინტერესებულნი ვართ, გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, თუმცა, თუ ამჟამინდელ ევროკავშირს შევხედავთ, მას სერიოზული გამოწვევები აქვს - ირაკლი კობახიძე
თუ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, რუსეთი მას არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანს- ზახაროვა
ვლადიმერ ბოჟაძე სახელმწიფო ფარმაცევტული ქარხნის შექმნის ინიციატივით გამოდის - BMG
ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს მხარდაჭერისთვის - ირაკლი კობახიძე
Fox News-ის სტატია ქართულ-ირანულ კავშირებზე - "ოცნებაში" პირველი კომენტარი კეთდება, სტატიას ოპოზიციაც ეხამურება