2025 წლის იანვრის მდგომარეობით მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 14.4%-ს შეადგენს, - ნათქვამია Galt&Taggart-ის ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2025 წლის იანვარში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 8.7%-ით შემცირდა და 4.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, იანვარში წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.4%-ით შემცირდა (-18.5 მლნ აშშ დოლარი).

რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს, ასევე, სავარაუდოდ, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის ყიდვა/გაყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 თებერვალს).