2024 წლის იანვარ-მაისში, მომხმარებელთა მხრიდან მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წინააღმდეგ ჯამში 347 საჩივარი დაიწერა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის მაისში დაფიქსირებული საჩივრებიდან 47 სალომბარდე სესხებზე მოდის, 5 მომენტალურ განვადებაზე, 4 - ავტოსესხზე, 2 სამომხმარებლო სესხებზე.

პრეტენზიების შინაარსის მიხედვით, წელს მაისში შესული საჩივრებიდან 22 - ადმინისტრაციულ მომსახურებაზე მოდის, 21 ჯარიმებსა და ვადაგადაცილებულ საკომისიოებზე, 6 სხვა გადასახდელებზე, 5 ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებულ პრეტენზიებზე, 3 - თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაციაზე, 1 - ტრანზაქციებზე.

2024 წლის მაისში დაფიქსირებული 63 საჩივრიდან - 25 უსაფუძვლოდ იქნა მიჩნეული, 15 საფუძვლიანად და გადაწყდა მომხმარებლის სასარგებლოდ, 23 შემთხვევაში საჩივართან დაკავშირებით განხილვა არ არის დასრულებული.

bpn.ge