8-9 ივლისს ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ განცხადებას კრემლის პრესსამსახური ავრცელებს.

„რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისას ტრადიციულად მეგობრული რუსეთ-ინდოეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებისა და საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხების განხილვა მოხდება“, - ნათქვამია განცხადებაში.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ საერთაშორისო საკითხებში, იური უშაკოვმა აღნიშნა, რომ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის მოსკოვში ვიზიტს კრემლი „უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს“.