თურქეთმა გლობალური დათბობისა და უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო, სურსათის მარაგის გაზრდა გადაწყვიტა, ამის შესახებ გამოცემა Yeni Akit წერს.

„ამ კუთხით, თურქეთის მარცვლეულის საბჭო (TMO),  გაუთვალისწინებელი სიტუაციების შემთხვევაში, ყოველწლიურად სულ მცირე 1,5 მილიონი ტონა ხორბლის, 250 ათასი ტონა ქერის, 150 ათასი ტონა სიმინდისა 50 ათასი ტონა ბრინჯის მარაგების ორგანიზებას მოახდენს.

მარაგების შესაქმნელად კი ორგანიზაცია დახარჯავს 5 მილიარდ ლირას (თითქმის 154 მილიონი აშშ დოლარი) დახარჯავს“, - წერს გამოცემა.

Yeni Akit-ის ინფორმაციით, თურქეთს სურს მინიმუმამდე დაიყვანოს გლობალური კლიმატის ცვლილებისა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ეფექტი.