ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის ინფორმაციით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, აშშ-სგან, დაახლოებით, 2 მილიონი ლარის დახმარება შეუწყდება.

მინისტრის განმარტებით, ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის განვითარება და ამ თვალსაზრისით კვლევითი თანამშრომლობა პარტნიორ სახელმწიფოებს შორის საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა.

„მტკნარი სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს საქართველოს 95 მილიონიანი დაფინანსება შეუწყდა, საუბარი შეიძლება იყოს მაქსიმუმ 2 მილიონი ლარის ირგვლივ. ამასაც გარკვეული შეფასება დასჭირდება და შეიძლება ეს რიცხვიც არ იყოს. ეს კარგი პროექტებია და ვფიქრობ, გაცილებით მაღლა დგას თავისი ჰუმანიტარული და იდეალური მიზნებიდან გამომდინარე, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.