ლონდონის საფონდო ბირჟაზე სამი ქართული კომპანიის კაპიტალიზაცია 3.165 მლრდ გირვანქა სტერლინგამდე შემცირდა. გასულ კვირასთან შედარებით, გაზრდილია სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი.

საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 31.80 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -2.75% წინა კვირასთან შედარებით და +8.35% გასულ თვესთან შედარებითვაჭრობის მოცულობამ 683 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 31.25 - 33.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 150 აქცია შეადგინა.

თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 23.95 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში -3.82% წინა კვირასთან შედარებით და +3.23% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 270 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 23.75 - 25.00 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 69 ათასი აქცია შეადგინა.

Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 8.40 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -1.06% წინა კვირასთან
შედარებით და +5.40% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 260 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 8.21 - 8.50 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 50 ათასი აქცია შეადგინა.