მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით გამყარდა.

კვირის დასაწყისთან შედარებით, 1 აშშ დოლარის ოფიციალური კურსი 2.6971 ლარიდან 2.6957 ლარამდე შემცირდა, რაც ნიშნავს, რომ ლარი დოლართან მიმართებით 0.0014 ლარით, ანუ დაახლოებით 0.05%-ით გამყარდა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1503 ლარიდან 3.1316 ლარამდე ჩამოვიდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0187 ლარით, ანუ დაახლოებით 0.59%-ით გამყარდა.

კვირის განმავლობაში ლარის გამყარების ტენდენცია ორივე ძირითად ვალუტასთან მიმართებით ეტაპობრივად შენარჩუნდა, თუმცა ევროს შემთხვევაში ცვლილება ბევრად უფრო მკვეთრი აღმოჩნდა, ვიდრე დოლართან.

ეროვნული ვალუტიც კურსის დინამიკა გრძელვადიან პერიოდში შეგიძლიათ იხილოთ აქ